ლიეტუვის საელჩოსთან ლგბტ თემის წინააღმდეგ აქცია გაიმართა - ვიდეო

გამოწერა
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა და ტრადიციული ღირებულებების დამცველებმა თბილისში, ლიეტუვის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს ლოზუნგით „არა ევროსოდომს!“
აქციის მონაწილეებმა დახიეს ბანერი, რომელზეც ევროკავშირის დროშა იყო გამოსახული. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ნახეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო აქციიდან.
მანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“, რომელიც ლგბტ თემის უფლებებს იცავს, განაცხადა, რომ წელს ტრადიციულ „ღირსების მარშს“ არ გამართავს. თუმცა „სიამაყის კვირეულის“ ფარგლებში, 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, იგეგმება კიდევ სამი ღონისძიება: კინოჩვენება, რეგიონული კონფერენცია და გრანდიოზული ფესტივალი.
ორგანიზაცია „ალტ-ინფოსა“ და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ მომავალი ფესტივალის ჩაშლის პირობა დადო. საპასუხოდ, შსს-მ განაცხადა, რომ პოლიცია კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0