https://sputnik-georgia.com/20220609/zelandia-gadasaxadi-satburi-gazebi-267302423.html
ახალი ზელანდია ძროხებისა და ცხვრების ბოყინზე გადასახადის დაწესებას აპირებს
ახალი ზელანდია ძროხებისა და ცხვრების ბოყინზე გადასახადის დაწესებას აპირებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ცხვრებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბოყინზე გადასახადის დაწესებას... 09.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-09T17:19+0400
2022-06-09T17:19+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ზელანდია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262327758_0:87:1921:1167_1920x0_80_0_0_d2690c9f6b9c0d654e4d6542f7f13d07.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ცხვრებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბოყინზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს, იუწყება BBC.როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, ეს ატმოსფეროში სათბურის გაზების გაფრქვევასთან ბრძოლის ფარგლებში კეთდება, რადგან შინაური ცხოველების ბოყინი ჰაერში მეთანის გატყორცნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა.ახალი ზელანდია პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ფერმერებს ცხოველურ მეთანზე გადასახადის გადახდა მოუწევთ.აღინიშნება, რომ დაახლოებით 5-მილიონიან ქვეყანაში ფერმერებს 10 მილიონამდე მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი და 26 მილიონი ცხვარი ჰყავთ. სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის ატმოსფეროში გატყორცნილი სათბურის გაზების, ძირითადად მეთანის, საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი.მიუხედავად ამისა, მანამდე სასოფლო-სამეურნო გამონატყორცნი არ შედიოდა ახალი ზელანდიის შესაბამის სქემაში, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლები.მთავრობის გეგმის თანახმად, ფერმერებს გადასახადის გადახდა 2025 წლიდან მოუწევთ. ხელისუფლების ჩანაფიქრით, გადასახადი სტიმულს მისცემს ფერმერებს, რომ გამოიყენონ სპეციალური საკვები დანამატები და ასევე დაკავდნენ მეტყევეობით. რაც შეეხება სქემას, რომელიც საქონლის მიერ წარმოქმნილ მეთანს შეაფასებს, ის ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. ხელისუფლება მიღებული სახსრების სამეცნიერო კვლევებში ინვესტირებას გეგმავს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სათბურის გაზების გამოფრქვევების შემცირებას მიეძღვნება.
ახალი ზელანდია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262327758_0:0:1921:1440_1920x0_80_0_0_c5f5516fdd034bd91bc1f3c4993553a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ზელანდია , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ზელანდია , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ზელანდია ძროხებისა და ცხვრების ბოყინზე გადასახადის დაწესებას აპირებს
17:19 09.06.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ცხვრებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბოყინზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს, იუწყება
BBC. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, ეს ატმოსფეროში სათბურის გაზების გაფრქვევასთან ბრძოლის ფარგლებში კეთდება, რადგან შინაური ცხოველების ბოყინი ჰაერში მეთანის გატყორცნის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა.
ახალი ზელანდია პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ფერმერებს ცხოველურ მეთანზე გადასახადის გადახდა მოუწევთ.
აღინიშნება, რომ დაახლოებით 5-მილიონიან ქვეყანაში ფერმერებს 10 მილიონამდე მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი და 26 მილიონი ცხვარი ჰყავთ. სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის ატმოსფეროში გატყორცნილი სათბურის გაზების, ძირითადად მეთანის, საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი.
მიუხედავად ამისა, მანამდე სასოფლო-სამეურნო გამონატყორცნი არ შედიოდა ახალი ზელანდიის შესაბამის სქემაში, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლები.
„ეჭვი არ არის, რომ ატმოსფეროში გაფრქვეული მეთანის რაოდენობის შესამცირებლად რაღაც უნდა ვიღონოთ. სასოფლო-სამეურნეო გამონატყორცნზე ფასწარმოქმნის ეფექტური სისტემა საკვანძო როლს შეასრულებს ამ მიზნის მიღწევაში“, — განაცხადა ახალი ზელანდიის კლიმატის ცვლილების მინისტრმა ჯეიმს შოუმ.
მთავრობის გეგმის თანახმად, ფერმერებს გადასახადის გადახდა 2025 წლიდან მოუწევთ. ხელისუფლების ჩანაფიქრით, გადასახადი სტიმულს მისცემს ფერმერებს, რომ გამოიყენონ სპეციალური საკვები დანამატები და ასევე დაკავდნენ მეტყევეობით. რაც შეეხება სქემას, რომელიც საქონლის მიერ წარმოქმნილ მეთანს შეაფასებს, ის ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. ხელისუფლება მიღებული სახსრების სამეცნიერო კვლევებში ინვესტირებას გეგმავს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სათბურის გაზების გამოფრქვევების შემცირებას მიეძღვნება.