აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტობანზე მეწყერი ჩამოწვა

© Roads department of Georgia გზის გაწმენდის სამუშაოები
 გზის გაწმენდის სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ტრანსპორტის მოძრაობა გადართულია გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის შედეგადაც გზა რამდენიმე საათით დაიკეტა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0