https://sputnik-georgia.com/20220609/saqartvelosi-ludomanebis-registracia-grzeldeba-ramdeni-piri-moxvda-sav-siasi-267312552.html
საქართველოში ლუდომანების რეგისტრაცია გრძელდება: რამდენი ადამიანი მოხვდა „შავ სიაში“
საქართველოში ლუდომანების რეგისტრაცია გრძელდება: რამდენი ადამიანი მოხვდა „შავ სიაში“
Sputnik საქართველო
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა
2022-06-09T21:59+0400
2022-06-09T21:59+0400
2022-06-10T00:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24672/72/246727204_0:165:3065:1889_1920x0_80_0_0_fd19b93ccd16575b98540d2312f0fbab.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 მარტიდან იმ პირთა სიაში, რომელთაც აზარტული თამაშები ეკრძალებათ, 1.200-ზე მეტი ადამიანია შესული, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.გასული წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებს გადასახადები 65–70%-მდე გაეზარდათ, აიკრძალა რეკლამა და აიწია ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე, ასევე შეიქმნა იმ პირთა ბაზა, რომელთაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა. ახალი კანონი ავტომატურად უკრძალავს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას 25 წლამდე პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს.აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24672/72/246727204_334:0:3065:2048_1920x0_80_0_0_8142949ec8c0054d412449dbedb1d5dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ლუდომანები რეგისტრაცია ადამიანი „შავი სია“ შემოსავლები სამსახური ბაზა
საქართველო ლუდომანები რეგისტრაცია ადამიანი „შავი სია“ შემოსავლები სამსახური ბაზა
საქართველოში ლუდომანების რეგისტრაცია გრძელდება: რამდენი ადამიანი მოხვდა „შავ სიაში“
21:59 09.06.2022 (განახლებულია: 00:18 10.06.2022) კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 მარტიდან იმ პირთა სიაში, რომელთაც აზარტული თამაშები ეკრძალებათ, 1.200-ზე მეტი ადამიანია შესული, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
გასული წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებს გადასახადები 65–70%-მდე გაეზარდათ, აიკრძალა რეკლამა და აიწია ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე, ასევე შეიქმნა იმ პირთა ბაზა, რომელთაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.
„მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1.200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 14 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1.105“, – ნათქვამია განცხადებაში.
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა. ახალი კანონი ავტომატურად უკრძალავს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას 25 წლამდე პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.