https://sputnik-georgia.com/20220609/saqartvelos-teritoriaze-satranzito-gadazidvebis-safasuri-izrdeba-267306057.html
საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების საფასური იზრდება
საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების საფასური იზრდება
Sputnik საქართველო
საფასური იზრდება როგორც ტრანზიტით მიმავალი ავტომობილებისთვის, ისე ტვირთების რეექსპორტზე
2022-06-09T19:58+0400
2022-06-09T19:58+0400
2022-06-09T23:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249046449_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_ea3b4576aae5098bfe6115913ab1d990.jpg
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. 20 ივნისიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთის ტრანზიტი ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 200-დან 350 ლარამდე იზრდება. მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.ამასთან, საფასური იზრდება როგორც სატრანზიტო გადაზიდვებზე, ისე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი ტვირთის გადაზიდვაზე.საფასურის გაზრდის მიზეზს ფინანსთა სამინისტროში ხსნიან იმით, რომ მოქმედი ტარიფი 2010 წლის 1 აგვისტოს დაწესდა, მას შემდეგ კი საქართველომ საგრძნობლად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და გზების ხარისხი.აღსანიშნავია, რომ საქართველო ასრულებს სატრანზიტო ჰაბის და ერთადერთი დერეფნის როლს სომხეთიდან რუსეთში და უკან საქონლის ტრანზიტისთვის.წყარო - „საკანონმდებლო მაცნე“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249046449_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_72dd1671a3c8acdbdae60ccefed516ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ტერიტორია ტრანზიტი გადაზიდვები საფასური ზრდა
საქართველო ტერიტორია ტრანზიტი გადაზიდვები საფასური ზრდა
საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების საფასური იზრდება
19:58 09.06.2022 (განახლებულია: 23:30 09.06.2022) საფასური იზრდება როგორც ტრანზიტით მიმავალი ავტომობილებისთვის, ისე ტვირთების რეექსპორტზე.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. 20 ივნისიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთის ტრანზიტი ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 200-დან 350 ლარამდე იზრდება. მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, საფასური იზრდება როგორც სატრანზიტო გადაზიდვებზე, ისე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი ტვირთის გადაზიდვაზე.
საფასურის გაზრდის მიზეზს ფინანსთა სამინისტროში ხსნიან იმით, რომ მოქმედი ტარიფი 2010 წლის 1 აგვისტოს დაწესდა, მას შემდეგ კი საქართველომ საგრძნობლად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და გზების ხარისხი.
„აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საჭიროებს მოვლა-პატრონობას, რაც შესაბამის ფინანსურ რესურსებს მოითხოვს“, – ნათქვამია განმარტებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ასრულებს სატრანზიტო ჰაბის და ერთადერთი დერეფნის როლს სომხეთიდან რუსეთში და უკან საქონლის ტრანზიტისთვის.