https://sputnik-georgia.com/20220609/rodis-gaixsneba-saqartvelosi-upiloto-safreni-aparatebis-gamosveba-ministris-ganmarteba-267310979.html
როდის დაიწყება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვება: მინისტრის განმარტება
როდის დაიწყება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვება: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
ერთობლივი საწარმო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე შეიქმნება, განაცხადა მინისტრმა
2022-06-09T20:48+0400
2022-06-09T20:48+0400
2022-06-10T00:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლონეთი
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/67/247646737_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_5a926a7dca095c94766c1402c4be44fb.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოში გაიხსნება ქართულ-პოლონური საწარმო, რომელიც უპილოტო თვითმკვლელ და სადაზვერვო საფრენ აპარატებს გამოუშვებს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.მისი თქმით, ერთობლივი საწარმო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე შეიქმნება და ქართული წარმოების პირველ უპილოტო საფრენ აპარატებს წლის ბოლომდე გამოუშვებს.გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის თქმით, „თბილავიამშენის“ ბაზაზე აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები.„გაიმართა ექვსი ერთეული Су-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე სამი ერთეული Ми-24 და სამი ერთეული „იროკეზი“ UH-1H ვერტმფრენები და Ан-2 ტიპის თვითმფრინავი. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება–განვითარებაც“, – განაცხადა ბურჭულაძემ.ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24764/67/247646737_433:0:2890:1843_1920x0_80_0_0_e18d1c0d944a3949dfb592e6bd0708d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო უპილოტო საფრენი აპარატები დრონები გამოშვება მინისტრი თავდაცვა ჯუანშერ ბურჭულაძე განმარტება
საქართველო უპილოტო საფრენი აპარატები დრონები გამოშვება მინისტრი თავდაცვა ჯუანშერ ბურჭულაძე განმარტება
როდის დაიწყება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვება: მინისტრის განმარტება
20:48 09.06.2022 (განახლებულია: 00:01 10.06.2022) ერთობლივი საწარმო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე შეიქმნება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოში გაიხსნება ქართულ-პოლონური საწარმო, რომელიც უპილოტო თვითმკვლელ და სადაზვერვო საფრენ აპარატებს გამოუშვებს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, ერთობლივი საწარმო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე შეიქმნება და ქართული წარმოების პირველ უპილოტო საფრენ აპარატებს წლის ბოლომდე გამოუშვებს.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის თქმით, „თბილავიამშენის“ ბაზაზე აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები.
„გაიმართა ექვსი ერთეული Су-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე სამი ერთეული Ми-24 და სამი ერთეული „იროკეზი“ UH-1H ვერტმფრენები და Ан-2 ტიპის თვითმფრინავი. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება–განვითარებაც“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.