https://sputnik-georgia.com/20220609/ratom-ar-awvdis-saqartvelo-iarars-ukrainas-juanser-burwulazis-ganmarteba-267313966.html
რატომ არ აწვდის საქართველო იარაღს უკრაინას: ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტება
რატომ არ აწვდის საქართველო იარაღს უკრაინას: ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტება
Sputnik საქართველო
ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა
2022-06-09T23:48+0400
2022-06-09T23:48+0400
2022-06-09T23:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_227:28:1264:611_1920x0_80_0_0_38aa14caa4465f161189553883f1b666.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველო არ აწვდის უკრაინას შეიარაღებას, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტეროტორიაზე, განაცხადა პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს. ამასთან, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.ხელისუფლებას უკრაინაში მოხალისეების და იარაღის გაგზავნისკენ ოპოზიცია მოუწოდებს. საპასუხოდ ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ. თუმცა, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მოგვიანებით ეს მოწოდება უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263058328_133:0:1269:852_1920x0_80_0_0_17875a60e579ac2522ca05f89ce542ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო იარაღი მიწოდება უკრაინა ჯუანშერ ბურჭულაძე განმარტება
საქართველო იარაღი მიწოდება უკრაინა ჯუანშერ ბურჭულაძე განმარტება
რატომ არ აწვდის საქართველო იარაღს უკრაინას: ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტება
ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველო არ აწვდის უკრაინას შეიარაღებას, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტეროტორიაზე, განაცხადა პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს. ამასთან, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
„უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ხელისუფლებას უკრაინაში მოხალისეების და იარაღის გაგზავნისკენ ოპოზიცია მოუწოდებს. საპასუხოდ ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს სისტემატურად ადანაშაულებს იმაში, რომ მათ ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ. თუმცა, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მოგვიანებით ეს მოწოდება უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.