https://sputnik-georgia.com/20220609/msoflios-ziritadi-marcvlovani-kulturebis-deficiti-emuqreba-gaeros-gafrtxileba-267270091.html
მსოფლიოს ძირითადი მარცვლოვანი კულტურების დეფიციტი ელოდება: გაეროს გაფრთხილება
მსოფლიოს ძირითადი მარცვლოვანი კულტურების დეფიციტი ელოდება: გაეროს გაფრთხილება
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს სასურსათო კრიზისი დიდწილად სასუქების დეფიციტით არის განპირობებული, ამტკიცებს გუტერეში
2022-06-09T08:30+0400
2022-06-09T08:30+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
გაერო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250320986_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_f84150542c19be108fdc1bf9e92ba796.jpg
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. სასუქების მაღალმა ფასმა, რაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, ყველა ძირითადი მარცვლოვანი კულტურის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი „მილიარდობით ადამიანს“ შეეხება, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, წელს სასურსათო კრიზისი დიდწილად სასუქების დეფიციტით არის განპირობებული, რამაც 2023 წელს შესაძლოა „სურსათის დეფიციტი“ გამოიწვიოს.რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი, რომლებიც უკრაინის მოვლენების გამო დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ, მსოფლიოში კალიუმის სასუქების უმსხვილესი მწარმოებლები არიან. დაწესებული სანქციების შედეგად მსოფლიო ბაზრებზე ამ კატეგორიის საქონელზე წვდომა შეიზღუდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250320986_338:0:3069:2048_1920x0_80_0_0_3b9d6727dc5ffe316ff3441aa58c7ce7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო ძირითადი მარცვლოვანი კულტურები დეფიციტი გაერო გაფრთხილება გენმდივანი ანტონიუ გუტერეში
მსოფლიო ძირითადი მარცვლოვანი კულტურები დეფიციტი გაერო გაფრთხილება გენმდივანი ანტონიუ გუტერეში
მსოფლიოს ძირითადი მარცვლოვანი კულტურების დეფიციტი ელოდება: გაეროს გაფრთხილება
08:30 09.06.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მიმდინარე წელს სასურსათო კრიზისი დიდწილად სასუქების დეფიციტით არის განპირობებული, ამბობს ანტონიუ გუტერეში.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. სასუქების მაღალმა ფასმა, რაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, ყველა ძირითადი მარცვლოვანი კულტურის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს, ეს კი „მილიარდობით ადამიანს“ შეეხება, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.
„სურსათის ფასები რეკორდულად მაღალია. სასუქების ფასები ორჯერ და მეტად გაიზარდა, რაც ყველგან შემაშფოთებელია. სასუქის გარეშე სიმინდისა და ხორბლის დეფიციტი გავრცელდება ყველა ძირითად კულტურაზე, ბრინჯის ჩათვლით, რასაც დამღუპველი გავლენა ექნება მილიარდობით ადამიანზე აზიასა და სამხრეთ ამერიკაში“, – განაცხადა გუტერეშმა გლობალურ სასურსათო, ენერგეტიკულ და ფინანსურ კრიზისებზე რეაგირების ჯგუფის ბრიფინგზე.
ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, წელს სასურსათო კრიზისი დიდწილად სასუქების დეფიციტით არის განპირობებული, რამაც 2023 წელს შესაძლოა „სურსათის დეფიციტი“ გამოიწვიოს.
რუსეთის ფედერაცია და ბელარუსი, რომლებიც უკრაინის მოვლენების გამო დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ, მსოფლიოში კალიუმის სასუქების უმსხვილესი მწარმოებლები არიან. დაწესებული სანქციების შედეგად მსოფლიო ბაზრებზე ამ კატეგორიის საქონელზე წვდომა შეიზღუდა.