https://sputnik-georgia.com/20220609/moskovma-kibersetevebsi-qartveli-amerikeli-da-sxva-qveynebis-hakerebi-daadanasaula-267313705.html
მოსკოვმა კიბერშეტევებში ქართველი, ამერიკელი და სხვა ქვეყნების ჰაკერები დაადანაშაულა
მოსკოვმა კიბერშეტევებში ქართველი, ამერიკელი და სხვა ქვეყნების ჰაკერები დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
რუსეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კოორდინირებულ DDoS-შეტევებში ათობით ათასი ჰაკერი მონაწილეობდა, განაცხადა კრუტსკიხმა
2022-06-09T23:21+0400
2022-06-09T23:21+0400
2022-06-09T23:21+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251134680_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_f78088d485c15edb59a0e06aead39113.jpg
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. 22 ჰაკერული ჯგუფი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან, ჩართული იყო კომპიუტერულ თავდასხმებში რუსეთის კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ანდრეი კრუტსკიხმა.ყველაზე აქტიურ ჰაკერულ ჯგუფებს შორის მან დაასახელა IT-army of Ukraine (უკრაინა), GhostClan (აშშ), GNG (საქართველო), Squad303 (პოლონეთი).ძირითადად საუბარია DDoS-შეტევებზე.მისი თქმით, ჰაკერული თავდასხმები ხორციელდება სახელმწიფო დაწესებულებებზე, კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რუსეთის მოქალაქეების და რუსეთში მცხოვრები უცხოელების პირადი მონაცემების საცავებზე.„დივერსიაზე პასუხისმგებლობას იღებენ ოფიციალური პირები აშშ-სა და უკრაინაში. სწორედ იქ კატეგორიულ უარს ამბობენ საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლების შემუშავებაზე. მათ, როგორც ჩანს, ბოლომდე არ ესმით, რამდენად საშიშია აგრესიულობა და ბანდიტიზმის წახალისება ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნა კრუტსკიხმა.მან განმარტა, რომ თავდამსხმელები იყენებენ დამაზიანებელ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დაფუძნებულია Hetzner (გერმანია) და DigitalOcean (აშშ) მომწოდებელი კომპანიების სერვერებზე. აქტიურად გამოიყენება უცხოური სპეციალიზებული პლატფორმები (War.Apexi.Tech, Ban-Dera.com), რეგულარულად გამოიყენება IPstress.in და Google-ის სერვერების ონლაინ სიმძლავრეები.წყარო - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251134680_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_28e0ea1e9445757ae3c33295e2c043b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსკოვი კიბერშეტევები საქართველო აშშ ჰაკერები დადანაშაულება
მოსკოვი კიბერშეტევები საქართველო აშშ ჰაკერები დადანაშაულება
მოსკოვმა კიბერშეტევებში ქართველი, ამერიკელი და სხვა ქვეყნების ჰაკერები დაადანაშაულა
რუსეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კოორდინირებულ DDoS-შეტევებში ათობით ათასი ჰაკერი მონაწილეობდა, განაცხადა კრუტსკიხმა
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. 22 ჰაკერული ჯგუფი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან, ჩართული იყო კომპიუტერულ თავდასხმებში რუსეთის კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ანდრეი კრუტსკიხმა.
ყველაზე აქტიურ ჰაკერულ ჯგუფებს შორის მან დაასახელა IT-army of Ukraine (უკრაინა), GhostClan (აშშ), GNG (საქართველო), Squad303 (პოლონეთი).ძირითადად საუბარია DDoS-შეტევებზე.
„2022 წლის მაისის მდგომარეობით, აშშ-დან, თურქეთიდან, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებიდან 65000-ზე მეტი „დივანის ჰაკერი“ რეგულარულად მონაწილეობდა კოორდინირებულ DDoS-შეტევებში ჩვენი ქვეყნის კრიტიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ვიდეოჰოსტინგ Rutube-ზე“, - ციტირებს კრუტსკიხს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მისი თქმით, ჰაკერული თავდასხმები ხორციელდება სახელმწიფო დაწესებულებებზე, კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რუსეთის მოქალაქეების და რუსეთში მცხოვრები უცხოელების პირადი მონაცემების საცავებზე.
„დივერსიაზე პასუხისმგებლობას იღებენ ოფიციალური პირები აშშ-სა და უკრაინაში. სწორედ იქ კატეგორიულ უარს ამბობენ საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლების შემუშავებაზე. მათ, როგორც ჩანს, ბოლომდე არ ესმით, რამდენად საშიშია აგრესიულობა და ბანდიტიზმის წახალისება ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნა კრუტსკიხმა.
მან განმარტა, რომ თავდამსხმელები იყენებენ დამაზიანებელ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დაფუძნებულია Hetzner (გერმანია) და DigitalOcean (აშშ) მომწოდებელი კომპანიების სერვერებზე. აქტიურად გამოიყენება უცხოური სპეციალიზებული პლატფორმები (War.Apexi.Tech, Ban-Dera.com), რეგულარულად გამოიყენება IPstress.in და Google-ის სერვერების ონლაინ სიმძლავრეები.