ლავროვი დარწმუნებულია, რომ ბაქო და ერევანი შეთანხმდებიან

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვის ვიზიტი სომხეთში
სერგეი ლავროვის ვიზიტი სომხეთში - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ საბოლოო შეთანხმებები მიღწეული იქნება, ამაში ეჭვი არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სომხეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.

„ჩვენი ლიდერები სამჯერ შეხვდნენ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც კონფლიქტის დასრულებასთან, ურთიერთობების ნორმალიზებასთანაა დაკავშირებული... ეჭვგარეშეა, რომ საბოლოო შეთანხმება იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ამას... დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გზა არ არსებობს, გარდა ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისა“, — აღნიშნა ლავროვმა მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მხარეთა შორის არსებობს „საერთო გაგება იმისა, რომ პროცესი წინ მიიწევს“.
ყველა ახალი ამბავი
0