კონსერვატორებმა თბილისში ლიეტუვის საელჩოსთან ევროკავშირისა და ლგბტ-ის დროშები დახიეს

© photo: Sputnik / Stringerაქცია ლიეტუვის საელჩოსთან
აქცია ლიეტუვის საელჩოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა ევროკავშირი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ახალისებს და, უფრო მეტიც, თავს ახვევს საქართველოს ლგბტ-საზოგადოების ცხოვრების წესს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. კონსერვატიული მოძრაობების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციაზე „არა სოდომს საქართველოში" თბილისში, ლიეტუვის საელჩოსთან ევროკავშირისა და ლგბტ-თემის დროშები დახიეს.
როდესაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ალექსანდრე ფალავანდიშვილმა ევროკავშირის დროშის დახევა დაიწყო სიტყვებით „ევროკავშირი ამ სიბინძურეს გვახვევს თავს", პოლიციელებმა მისი შეჩერება სცადეს, შემდეგ კი პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ალექსანდრე ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ქართული იდეის" ლიდერის გურამ ფალავანდიშვილის ვაჟია.
მალე პოლიციის ავტომობილში აქციის კიდევ ერთი მონაწილე ჩასვეს. ისინი დააკავეს თუ ტერიტორიას განარიდეს, ჯერ უცნობია.
ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებს ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით „ლგბტ დიპლომატებო, შორს თქვენი ბინძური ხელები ჩვენი შვილებისგან", „ყველა სამარცხვინო ლგბტ ელჩი გაძევდეს საქართველოდან".
© photo: Sputnik / Stringerაქცია ლიეტუვის საელჩოსთან
Акция протеста у посольства Литвы в столице Грузии под лозунгом Нет евросодому! - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
აქცია ლიეტუვის საელჩოსთან
ერთ-ერთ პლაკატზე გამოსახულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ფოტო წარწერით "სირცხვილი შენ" და „ევროკავშირი – პათოლოგიის მიმდევარი".
უფრო ადრე არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისი პრაიდმა", რომელიც ლგბტ-საზოგადოების უფლებებს იცავს, განაცხადა, რომ წელს ტრადიციულ "ღირსების მარშს" არ ჩაატარებს. ამასთან, „პრაიდის კვირეულის" ფარგლებში, 28 ივნისიდან 2 ივლისამდე დაგეგმილია სამი სხვა ღონისძიება: კინოჩვენება, რეგიონული კონფერენცია და გრანდიოზული ფესტივალი.
ორგანიზაცია „ალტ-ინფოსა" და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლის პირობა დადო. ამის პასუხად შსს-ში განაცხადეს, რომ პოლიცია კანონით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0