Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჯენიფერ ლოპესი საკუთარი ფილმის პრემიერაზე „შიშველი“ კაბით მივიდა - ფოტოები

© Facebook / Jennifer Lopezჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
ცოტა ხნის წინ სტარტი აიღო ფესტივალმა Tribeca Festival. ფესტივალის გახსნაზე ჯენიფერ ლოპესის შესახებ გადაღებული „ნეტფლიქსის“ დოკუმენტური ფილმის Halftime პრემიერა გაიმართა, რომელსაც, ბუნებრივია, მომღერალიც დაესწრო.
ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე „ტომ ფორდის“ „შიშველი“ შავი კაბით გამოჩნდა, რომელიც ბრენდის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა.
საოცრად ორიგინალური იყო ხავერდის კაბის დიზაინი – მას გვერდებზე, მკერდზე, მუცელსა და ფეხებზე გამჭვირვალე ქსოვილი ამშვენებდა. აღნიშნულ „ლუქს“ 52 წლის ჯეი ლომ ხავერდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი „კლატჩი“ და გადაწეული თმა შეუხამა.
ყველა ახალი ამბავი
0