„გთხოვთ გაითვალისწინოთ": საპატრიარქო მოქალაქეებს აფრთხილებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
საპატრიარქოში ვარაუდობენ, რომ მსგავსი ქმედებების მიზანი მოსახლეობის ნდობის მოპოვებაა, რათა შემდგომში თაღლითებმა სხვადასხვა ნივთის გაყიდვა მოახერხონ.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ქართული ეკლესიის სახელით საგნების გაყიდვის თაობაზე და თაღლითობის ფაქტებზე მოქალაქეებს აფრთხილებს. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
აპრილის დასაწყისში საქართველოს საპატრიარქომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც მოქალაქეებს სთხოვდა – არ დაუჯერონ სატელეფონო ზარებს, რომლის დროსაც გარკვეული პირები, სავარაუდოდ, სასულიერო პირების სახელით ცდილობენ სხვადასხვა ნივთების გაყიდვას.

„განმარტების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები გრძელდება. სატელეფონო ზარის მეშვეობით, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ახლად დაბეჭდილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისთვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ.
ყველა ახალი ამბავი
0