https://sputnik-georgia.com/20220609/gazis-sacavebi-evropasi-267272929.html
ევროპა ზამთრისთვის ემზადება: გამოქვეყნდა გაზის საცავების შევსების დონე
ევროპა ზამთრისთვის ემზადება: გამოქვეყნდა გაზის საცავების შევსების დონე
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროპული კომპანიები ზამთრისთვის მზადებასა და გაზის მიწისქვეშა საცავებში ჩატუმბვას განაგრძობენ, შენახული აირის საშუალო დონემ... 09.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-09T10:36+0400
2022-06-09T10:36+0400
2022-06-09T18:52+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ევროპა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/09/267272768_0:162:3065:1886_1920x0_80_0_0_efb2a5eda9896eb322ca9f5ce74cf00f.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროპული კომპანიები ზამთრისთვის მზადებასა და გაზის მიწისქვეშა საცავებში ჩატუმბვას განაგრძობენ, შენახული აირის საშუალო დონემ საცავების მოცულობის ნახევარს გადააჭარბა, ნათქვამია Gas Infrastructure Europe-ს (GIE) მონაცემებში.ევროპული გაზის საწყობების დატვირთვა, 8 ივნისის დილის მდგომარეობით, 50,24% იყო (დღის განმავლობაში ზრდა თითქმის 0,4%). საცავებში გაზის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 53,3 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.გაზის საცავებში ჩატვირთვა 19 მარტს დაიწყო, თუმცა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში ევროპული კომპანიები, ცივი ამინდების გამო, მცირე ხნით გადავიდნენ აირის ამოღებაზე. მაშინ საცავების შევსების მაჩვენებელი 25,5%-ს, ანუ 27,4 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.გაზის მიწისქვეშა საცავების შევსების საშუალო 30%-იანი ნიშნული 20 აპრილს (დაახლოებით 32,2 მლრდ კუბური მეტრი) გადაილახა, ხოლო 40%-იანი მაჩვენებელი — 15 მაისს (დაახლოებით 42,7 მლრდ კუბური მეტრი).აღინიშნება, რომ ჩატუმბვის ტემპები არ შენელებულა მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომპანიებმა უარი თქვეს რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე. მაისის ბოლოს „გაზპრომმა“ მიწოდებები შეუჩერა ფინურ კომპანია Gasum-სა და ნიდერლანდურ GasTerra-ს, ხოლო1 ივნისს — გერმანულ Shell Energy Europe-სა და დანიურ Orsted-ს.ევროპა გეგმავს, რომ ბუნებრივი აირის თავისი მიწისქვეშა საცავები 1 ნოემბრისთვის მინიმუმ 80%-ით შეავსოს.
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/09/267272768_168:0:2897:2047_1920x0_80_0_0_9f6afafdb3aa7ecf988f56a4196b6555.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ევროპა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროპული კომპანიები ზამთრისთვის მზადებასა და გაზის მიწისქვეშა საცავებში ჩატუმბვას განაგრძობენ, შენახული აირის საშუალო დონემ საცავების მოცულობის ნახევარს გადააჭარბა, ნათქვამია Gas Infrastructure Europe-ს (GIE) მონაცემებში.
ევროპული გაზის საწყობების დატვირთვა, 8 ივნისის დილის მდგომარეობით, 50,24% იყო (დღის განმავლობაში ზრდა თითქმის 0,4%). საცავებში გაზის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 53,3 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.
გაზის საცავებში ჩატვირთვა 19 მარტს დაიწყო, თუმცა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში ევროპული კომპანიები, ცივი ამინდების გამო, მცირე ხნით გადავიდნენ აირის ამოღებაზე. მაშინ საცავების შევსების მაჩვენებელი 25,5%-ს, ანუ 27,4 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.
გაზის მიწისქვეშა საცავების შევსების საშუალო 30%-იანი ნიშნული 20 აპრილს (დაახლოებით 32,2 მლრდ კუბური მეტრი) გადაილახა, ხოლო 40%-იანი მაჩვენებელი — 15 მაისს (დაახლოებით 42,7 მლრდ კუბური მეტრი).
აღინიშნება, რომ ჩატუმბვის ტემპები არ შენელებულა მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომპანიებმა უარი თქვეს რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე. მაისის ბოლოს „გაზპრომმა“ მიწოდებები შეუჩერა ფინურ კომპანია Gasum-სა და ნიდერლანდურ GasTerra-ს, ხოლო1 ივნისს — გერმანულ Shell Energy Europe-სა და დანიურ Orsted-ს.
ევროპა გეგმავს, რომ ბუნებრივი აირის თავისი მიწისქვეშა საცავები 1 ნოემბრისთვის მინიმუმ 80%-ით შეავსოს.