მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიო სიმდიდრე რეკორდულ 530 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა: BCG ანგარიშს აქვეყნებს

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გასულ წელს, მიუხედავად COVID-19 პანდემიისა, გლობალური სიმდიდრის მოცულობა 10,6%-ით გაიზარდა და რეკორდულ 530 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ნათქვამია გლობალური კეთილდღეობის (Global Wealth Report) ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც კონსალტინგური კომპანია Boston Consulting Group აქვეყნებს.
კომპანიის განცხადებით, ეს დიდწილად საფონდო ბაზრის ზრდამ და მატერიალურ აქტივებზე მოთხოვნამ განაპირობა.
როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის ფაქტორებისა, კერძოდ, ინფლაციის დაჩქარებისა და უკრაინაში სამხედრო კონფლიქტისა, მომდევნო ხუთ წელიწადში მსოფლიო სიმდიდრის მოცულობა შეიძლება კიდევ 80 ტრილიონი დოლარით გაიზარდოს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკვე 2023 წელს ჰონკონგმა შესაძლოა შვეიცარიას გაუსწროს, როგორც ადგილმა, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი კერძო ტრანსსასაზღვრო სიმდიდრე.
BCG-ს ანალიტიკოსების პროგნოზით, გლობალური სიმდიდრე მსოფლიოს ყველა რეგიონში მოიმატებს. ყველაზე სწრაფ ზრდას აზია–წყნარი ოკეანის რეგიონი აჩვენებს — საშუალო წლიური ზრდა 8,4% იქნება (2026 წლამდე).
დინამიკის მიხედვით მეორე ადგილზე იქნება ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონი — საშუალო წლიური ზრდა 5,4% მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში წლიური ზრდა 4,7%-მდე შენელდება, რაც მანამდე მოსალოდნელ 9,1%-ზე საგრძნობლად ნაკლებია. ზრდა შენელდება დასავლეთ ევროპაშიც და ის 4,5%-დან 4%-მდე დაიწევს.
ყველა ახალი ამბავი
0