ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ნიკ კირიოსს დაუპირისპირდება.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა.
საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც შტუტგარტის ტურნირზე (საპრიზო ფონდი - 769.645 ევრო) მეხუთე ნომრად არის განთესილი, პირველ ეტაპზე იტალიელ ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და ორ სეტში დაამარცხა ანგარიშით 7:5, 6:3.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისა და მუზეტის დაპირისპირება 7 ივნისს დაიწყო, თუმცა წვიმის გამო შეწყდა და 8 ივნისს გაგრძელდა.
დღეს მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ნიკ კირიოსს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ შეხვედრაში ჩეხი ირჟი ლეჰეჩკა ასევე ორ სეტში დაამარცხა ანგარიშით 7:6, 6:3.
ყველა ახალი ამბავი
0