https://sputnik-georgia.com/20220609/--------267301907.html
ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და „ქართული ოცნების" რეაქცია
ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და „ქართული ოცნების" რეაქცია
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, რეზოლუციაში ფაქტობრივი უზუსტობებია. 09.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-09T17:50+0400
2022-06-09T17:50+0400
2022-06-09T23:09+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23654/35/236543507_0:254:4928:3026_1920x0_80_0_0_436093defeb774e2f0c9817b87abc1c3.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტი „ფეიკების“ მსხვერპლი გახდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მისამართით კრიტიკული რეზოლუციის კომენტარისას.ხუთშაბათს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და |ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევებზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო.დოკუმენტს ევროპარლამენტის 308 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა 218. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, რომელიც ევროპარლამენტში გუშინ გაიმართა.მისი თქმით, უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სცენა, ევროკავშირის ინსტიტუტი ე.წ. ფეიკის მსხვერპლი გახდა.მან ასევე შემაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ მასმედიასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში დასახელებულია მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია.„ჩვენ არ შეგვიძლია მარტივი რეაგირება მოვახდინოთ ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გაყვანასა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც მსგავს მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებას“, – განაცხადა კობახიძემ.„ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა მედიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-2012 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს“, – განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, რეზოლუციაში ფაქტობრივი უზუსტობებია.კიდევ ერთ უზუსტობად მმართველი პარტიის ლიდერმა დაასახელა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისის არეულობების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.კობახიძის თქმით, „საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი მისი გარდაცვალების რეალური მიზეზები“. ექსპერტიზის დასკვნით, ტელეოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის გადაჭარბებული დოზა გახდა, რომელიც მან თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენებიდან ხუთი დღის შემდეგ შეიძინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23654/35/236543507_278:0:4651:3280_1920x0_80_0_0_93d04c1990891243b864f4c7e536a677.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და „ქართული ოცნების" რეაქცია
17:50 09.06.2022 (განახლებულია: 23:09 09.06.2022) მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, რეზოლუციაში ფაქტობრივი უზუსტობებია.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტი „ფეიკების“ მსხვერპლი გახდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მისამართით კრიტიკული რეზოლუციის კომენტარისას.
ხუთშაბათს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და |ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევებზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტს ევროპარლამენტის 308 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა 218. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, რომელიც ევროპარლამენტში გუშინ გაიმართა.
„კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე – ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სცენა, ევროკავშირის ინსტიტუტი ე.წ. ფეიკის მსხვერპლი გახდა.
მან ასევე შემაშფოთებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ მასმედიასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში დასახელებულია მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია.
„ჩვენ არ შეგვიძლია მარტივი რეაგირება მოვახდინოთ ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გაყვანასა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც მსგავს მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებას“, – განაცხადა კობახიძემ.
„ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა მედიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-2012 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რეზოლუციაში ფაქტობრივი უზუსტობებია.
„მაგალითად, რეზოლუციაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, მაშინ, როდესაც სააკაშვილი დღესაც კერძო კლინიკაშია მოთავსებული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
კიდევ ერთ უზუსტობად მმართველი პარტიის ლიდერმა დაასახელა ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისის არეულობების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
კობახიძის თქმით, „საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი მისი გარდაცვალების რეალური მიზეზები“. ექსპერტიზის დასკვნით, ტელეოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის გადაჭარბებული დოზა გახდა, რომელიც მან თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენებიდან ხუთი დღის შემდეგ შეიძინა.