ზახაროვა: საფრანგეთში რუსული ტელეარხების დახურვა უპასუხოდ არ დარჩება

© photo: courtesy of Press service of the Russian Foreign Ministry  / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. რუსეთი პასუხს გასცემს საფრანგეთში სამი რუსული ტელეარხის მაუწყებლობის ვადამდელ დახურვას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„საფრანგეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ, არა სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს თავის, უკვე, სამწუხაროდ, ბრჭყალებში, თავდაუზოგავ ერთგულებას სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის იდეალებისადმი. მორიგი დასტური − თვით ევროკავშირში დაწესებული პროცედურის დარღვევით სამი რუსული ტელეარხის – Russia Planet-ის, Russia 24-ის, TV-center International-ის მაუწყებლობის შეწყვეტა“, − განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის მთავრობა შეისწავლის „მსგავს არამეგობრულ ქმედებებზე რეაგირების ვარიანტებს და, რა თქმა უნდა, პასუხი გაცემული იქნება“.
საგარეო უწყების წარმომადგენელი შესაბამისი ქმედებებით დაემუქრა აშშ-ის მთავრობასაც, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი და თეთრი სახლი, „სადაც მთელ ამ დევნებს იგონებენ“, არ შეწყვეტენ რუსი ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხებას.
აღსანიშნავია, რომ მარია ზახაროვას არაფერი უთქვამს ლატვიის ხელისუფლების მიმართ საპასუხო ზომების შესახებ, სადაც რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული 80-ზე მეტი ტელეარხი დაიბლოკა. თუმცა განაცხადა, რომ ლატვიური მხარის ქმედებებს „მედიაგენოციდად“ მიიჩნევს.
ყველა ახალი ამბავი
0