ვიდეოხიდი: ფეხბურთი საქართველოსა და სომხეთში - გუშინ, დღეს, ხვალ

© photo: Sputnik / Sergey Kivrin / გადასვლა მედიაბანკშითბილისის „დინამოს“ მეკარე ოთარ გაბელია ვარჯიშზე
თბილისის „დინამოს“ მეკარე ოთარ გაბელია ვარჯიშზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი თემაზე „ფეხბურთი საქართველოსა და სომხეთში – გუშინ, დღეს, ხვალ“ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში 9 ივნისს,14:00 საათზე გაიმართება.
ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებთა მატჩის წინ გაიმართება, რომელიც 16 ივნისს ერევანში ჩატარდება. ეს იქნება გამოსამშვიდობებელი მატჩი იმ მოთამაშეებისა, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
საბჭოთა დროს თბილისის „დინამოსა“ და ერევნის „არარატის“ თამაშებს „კავკასიურ დერბის“ უწოდებდნენ. ის მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გულშემატკივრის ინტერესს იწვევდა. ზოგიერთ მატჩს დღემდე იხსენებენ და მათზე ლეგენდები დადის.
როგორ ჩაივლის თამაში, როგორ თამაშობდნენ ქართველი და სომეხი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის ნაკრებში, რომელი ისტორიაა მართალი და რომელი – მოგონილი, რომელსაც ფეხბურთის ვარსკვლავებს აწერენ?
ვიდეოხიდის მონაწილეები:
თბილისში:
– სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ-ის საუკეთესო მეკარე 1979 წელს, სსრკ-ის ჩემპიონი და თასის მფლობელი, უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი ოთარ გაბელია.
ერევანში:
– საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სომხეთის დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ-ის თასის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ხორენ ოჰანესიანი.
ვიდეოხიდი გადაიცემა „Sputnik–საქართველოს“ ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელებში VK და Rutube.
კოლეგებს შეკითხვების გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე media@sputnik-georgia.com.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com
ყველა ახალი ამბავი
0