რისი ეშინია გიორგი ვაშაძეს და როგორ ამშვიდებს მას „ოცნება"

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ გიორგი ვაშაძეს „ჰალუცინაციები დაეწყო“.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების დაგეგმვაში დასდო ბრალი კრიტიკული გამონათქვამების გამო.

„უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენს რეალურ სახეს ვაჩვენებთ, როგორ იბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის მისამართით.

დეპუტატის თქმით, მას სანდო ინფორმაცია აქვს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება.
ამ ინფორმაციის სიმართლეში დაეჭვების საშუალებას არ იძლევა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე – დეპუტატ ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასმის ფაქტი, ასევე მმართველი პარტიის რეაქცია ამაზე, აღნიშნა ვაშაძემ.
ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ: ერთი პირი დაკავებულია>>
ინციდენტი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, რომელსაც პროკურატურამ პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ბრალდება წაუყენა.
„ჩვენ ცემას ნამდვილად არ გიპირებთ“, – განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში სხდომის დროს, როდესაც ვაშაძეს მიმართა.
ამასთან, მან ვაშაძეს მშიშარა უწოდა.

„გიორგი ვაშაძე მოგვიწოდებს ომახიანად სხვადასხვა რაღაცაზე, მაგალითად, რომ ვიომოთ, გვასწავლის, როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ ამავდროულად ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა საკუთარ კოლეგებთან, სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

გიორგი ვაშაძე „დაამშვიდა“ ასევე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ.
„შიშის საფუძველი არ აქვს. ჰალუცინაციები დაწყებია უკვე ამ ხალხს... ჰალუცინაცია იმიტომ ვთქვი, რომ ამის საფუძველი არ აქვს. მოეჩვენა რაღაცები და მის მოჩვენებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, უბრალოდ შეშინებული ხალხი სხვანაირად პოზიციონირებს და ნუ ეშინიათ ნურაფრის. დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0