თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მიმდინარე წლის მაისში გახდა, როდესაც მაშინდელმა ხელმძღვანელმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ნაროუშვილი დაიკავებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ნაროუშვილმა აღნიშნულ პოსტზე გიორგი აბუთიძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა.
აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს წარედგინება.

„ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, ასევე მომდევნო თვეების განმავლობაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები. ასე რომ, ლევანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2021 წლის იანვრიდან ლევან ნაროუშვილი გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. 2016–2020 წლებში ამავე რაიონის გამგებლის მოადგილე იყო.
მანამდე, 2014–2015 წლებში ის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ყველა ახალი ამბავი
0