https://sputnik-georgia.com/20220608/saqartvelosi-kontrabanduli-sigaretis-semotana-arkvetes-267254342.html
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
Sputnik საქართველო
კანონდამრღვევი პირები საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდნენ. 08.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-08T16:39+0400
2022-06-08T16:39+0400
2022-06-08T20:28+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/59/248435904_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_c060c65f91cedd748f4db2ec30660d70.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაზე“ უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მებაჟეებმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილი გააჩერეს. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24843/59/248435904_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_5f798b7c02805bc4c45be8dea6140d90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
16:39 08.06.2022 (განახლებულია: 20:28 08.06.2022) კანონდამრღვევი პირები საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდნენ.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაზე“ უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე 3 სატვირთო ავტომობილი გააჩერეს. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად მისაბმელი კონსტრუქციის იატაკში მოწყობილ სამალავში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
უწყებაში
განაცხადეს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების მკაცრი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.