ევროკავშირს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
კარლ ჰარცელი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პოლონელი დიპლომატი პაველ ჰერჩინსკი (Pawel Herczynski) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელი იქნება, იუწყება სააგენტო News Georgia ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურზე დაყრდნობით.
დღეს ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის 31 დელეგაციის ხელმძღვანელების კანდიდატურები წარმოადგინა.
კანდიდატები ოფიციალურად მას შემდეგ დაინიშნებიან, რაც მიმღები ქვეყნებისგან შესაბამისი თანხმობა იქნება მიღებული.
პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტზე შეცვლის კარლ ჰარცელს, რომელიც წარმომადგენლობას 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.
პაველ ჰერჩნსკი არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა დირექტორი. იგი კურირებს ევროკავშირის უსაფრთხოების საგარეო პოლიტიკას გაუვრცელებლობის, შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში; ტერორიზმთან/ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის; კიბერ-, საზღვაო და კოსმოსური უსაფრთხოების სფეროში, ასევე ევროკავშირის სანქციებს.
მუშაობდა პოლონეთის წარმომადგენლად ბრიუსელში ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში. ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მიღებული აქვს ვარშავის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი. განათლება აქვს მიღებული პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.
გარდა მშობლიური პოლონური ენისა, ფლობს ხუთ ენას: ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, ესპანურსა და რუსულს.
წყარო - News Georgia
European External Action Service (EEAS)
ყველა ახალი ამბავი
0