საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები უმნიშვნელოდ გაიზარდა

© Pixabay / falcoუცხოური ვალუტა
უცხოური ვალუტა - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის დეკემბერში მიაღწია.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2022 წლის 31 მაისისთვის 3.855,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
მაისში რეზერვები 28,8 მლნ დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ზრდა ვალუტების კურსების რყევების გამო აქტივების გაზრდილ შეფასებას უკავშირდება.
წლის დასაწყისიდან რეზერვები 417,3 მლნ დოლარით, ანუ 9,8%-ით შემცირდა. რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის ბოლოს მიაღწია. რეზერვების ზრდამ 2021 წელს ჯამში 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების ამჟამინდელი მოცულობა 2020 წლის 31 დეკემბრის ნიშნულს მიუახლოვდა, როცა ის 3.910,8 მლნ დოლარს შეადგენდა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
რატომ მყარდება ლარი და რა ნიშნულს უმიზნებს ეროვნული ვალუტა?>>
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,5 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 910,4 მლნ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 473,2 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,4 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 9,8 მლნ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0