საქართველომ გააუმჯობესა თავისი მაჩვენებელი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდექსში

© photo: Sputnikთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
საქართველო რეიტინგში აზერბაიჯანს ჩამორჩება, მაგრამ სომხეთს უსწრებს.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველომ თავისი პოზიცია ხუთი პუნქტით გაიუმჯობესა და 51-ე ადგილი დაიკავა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2022 წლის ანგარიშში.
ამჯერად საქართველო მეზობელ აზერბაიჯანს 0,1 ქულით ჩამორჩა – 100 შესაძლო ქულიდან 73,35 ქულა მოაგროვა. შარშან აზერბაიჯანი საქართველოს 0,2 ქულით უსწრებდა.
საქართველოს კიდევ ერთმა მეზობელმა სომხეთმა 66-ე ადგილი დაიკავა. ქვეყნის შედეგები რვა ქულით არის გაუარესებული.
წელს არცერთ ქვეყანას არ მიუღია რეიტინგში 100 ქულა. საუკეთესო შედეგი ფინეთს აქვს – 86,51.
როგორც კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, ერთი წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო მიეღწია პროგრესს შეფასების ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა სიღარიბის შესამცირებლად ბრძოლა, განათლების ხარისხი, მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სუფთა წყალზე, პასუხისმგებლიანი წარმოება და მოხმარება, მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არაძვირადღირებულ, საიმედო, მდგრად და თანამედროვე ენერგიის წყაროებთან.
გაუარესდა ქვეყნის მიღწევები კლიმატის საკითხებში. საქართველოს მოუწოდეს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში.
2022 წელს გაერომ მსოფლიოს 163 ქვეყნის საქმიანობა შეაფასა.
მდგრადი განვითარების მიზნების ინდექსის შედგენისას პროგრესის შესაფასებლად ორი მაჩვენებელი გამოიყენება – მიმდინარე მდგომარეობა და სავარაუდო პროგრესი.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ზომავს პროგრესს გარკვეული ამოცანების მიღწევაში 2000 წლიდან. მოსალოდნელი პროგრესის ინდექსი ზომავს ინტერვალს ინდიკატორის პროგნოზირებულ მნიშვნელობასა და განსაზღვრულ სამიზნეს შორის 2030 წლისთვის.
ანგარიში მოიცავს 17 გლობალურ მიზანს განვითარების სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0