რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს გადახდა: ოთხი მიზეზი

© Pixabay / Pumpa4640 წლის იუბილე
40 წლის იუბილე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
ზოგ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც, გავრცელებულია მოსაზრება, რომ 40 წლის იუბილეს მოკრძალებულად უნდა შევხვდეთ – წვეულებისა და სტუმრების გარეშე.
უფრო მეტიც, იმ დღეს საერთოდ არ უნდა ვახსენოთ, რომ დაბადების დღე გვაქვს. ზოგს იმდენად სჯერა ამ ცრურწმენისა, რომ არც საჩუქრებს იღებს და არც მილოცვებს.
რაღა თქმა უნდა, გადაიხდის თუ არა მეორმოცე დაბადების დღეს, ეს თითოეული ადამიანის უფლება და ნებაა, მაგრამ არსებობს ამ ცრურწმენის ოთხი ძირითადი საფუძველი, რომელთა გაცნობაც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება.

ბიბლიური ისტორია

ბიბლიაში მრავალჯერ არის ნახსენები რიცხვი 40 და უმრავლესად უარყოფით კონტექსტში. აი, რამდენიმე მაგალითი:
ეშმაკი იესო ქრისტეს 40 დღის განმავლობაში აცდუნებდა;
წარღვნა, რომელშიც მხოლოდ ნოეს კიდობანი გადარჩა, 40 დღე-ღამე გაგრძელდა;
მოსეს ებრაელი ხალხი უდაბნოში 40 წელი დაჰყავდა.

მფარველ ანგელოზთან განშორება

ხალხში გავრცელებული რწმენის თანახმად, ადამიანი თავის მფარველ ანგელოზს სწორედ 40 წლისა ემშვიდობება, ვინაიდან ამ დროისათვის მას გარკვეული სიბრძნე აქვს შეძენილი – ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
აქედან გამომდინარე, ეს მოვლენა დღესასწაულითა და წვეულებით კი არ უნდა აღინიშნოს, არამედ იუბილარმა სრულყოფაზე ფიქრში უნდა გაატაროს.

ეზოტერიკული ახსნა

ეზოტერიკოსები 40 წლის იუბილეს აღნიშვნის აკრძალვას იმით ხსნიან, რომ ტაროს ბანქოში ეს რიცხვი – 40, ანუ 4+0=4 – სიკვდილს ნიშნავს.
ზოგადად, აღმოსავლური ტრადიციით, ციფრი 4 ადამიანის მიწიერი ცხოვრების დასასრულს აღნიშნავს. მაგალითად, იაპონიაში არ იხდიან დაბადების დღეს, თუ მასში ოთხიანი ურევია.

პლანეტების გავლენა

ბევრი ასტროლოგი 40 წელს კრიზისულად მიიჩნევს, რადგან 39-დან 43 წლამდე ასაკი პლანეტა ურანის საკმაოდ მძიმე გავლენით მიმდინარეობს.
დარგის სპეციალისტების თქმით, ამ პერიოდში ადამიანი საკუთარ თავს უპირისპირდება. გარდა ამისა, ურანის გავლენა მოულოდნელ და სერიოზულ ცხოვრებისეულ ცვლილებებს იწვევს – დაწყებული სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, დამთავრებული ღირებულებათა სერიოზული გადაფასებით, ფინანსური კრიზისითა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით.
ირწმუნებთ თუ არა ზემოთქმულს, თქვენი ნებაა. თუმცა ერთიცაა – რისი ეჭვი და შიშიც აქვს ადამიანს, რაზეც ყველაზე მეტად ფიქრობს, სწორედ ის ხდება ხშირად მის ცხოვრებაში.
ყველა ახალი ამბავი
0