Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ცნობილი გახდა რატომ დატოვეს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დიდი ბრიტანეთი

© AFP 2024 / DIA DIPASUPILმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ დაელოდნენ დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის წლისთავის დასრულებას და დიდი ბრიტანეთი დატოვეს. ჟურნალისტ ტომ ბაუერის აზრით, წყვილი ასე მოიქცა მას შემდეგ, რაც მათ მიმართ დამოკიდებულება სასახლეში შეიცვალა ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
მეგან მარკლის ეფექტური გამოჩენა დედოფლის იუბილეზე - წყვილი დიდ ბრიტანეთშია
გარდა ამისა, ბრიტანელებმა ჰარისა და მეგანის საჯარო გამოჩენის დროს სტვენა ატეხეს.
„სასახლის ჩინოვნიკები არაჩვეულებრივად იყვნენ მომზადებული სასექსელებთან ურთიერთობისთვის. ყველაფერი იყო გაკეთებული დედოფლის მოსაწონად, მაგრამ ამავე დროს იმდენად შეზღუდულად, რომ ეჩვენებინათ – წყვილი უკანა პლანზე გადაიყვანეს", – ციტირებს Daily Mail ბაუერის სიტყვებს.
ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ პრინცი განრისხებული იყო იმით, რომ ოჯახმა მათ გარეშე ცხოვრება შეძლო.
2, 3 და 4 ივნისს ელისაბედ II-ის მეფობის პლატინის იუბილე და 96 წლის დაბადების დღის აღნიშვნა გაიმართა. მოეწყო ტრადიციული აღლუმი და ფეიერვერკი, შემდეგ წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა, ხოლო ბუკინგემის სასახლეში როკ-ჯგუფ Queen-ის კონცერტი გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0