https://sputnik-georgia.com/20220608/parlamentis-tavmjdomarem-mouwoda-deputatebs-naklebi-sixsirit-moinaxulon-saakasvili-cixesi-267265646.html
პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა დეპუტატებს, ნაკლები სიხშირით მოინახულონ სააკაშვილი ციხეში
პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა დეპუტატებს, ნაკლები სიხშირით მოინახულონ სააკაშვილი ციხეში
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, სპიკერის თანხმობით, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს შევიდნენ ციხეში და იქ მყოფი ნებისმიერი პატიმარი მოინახულონ
2022-06-08T20:21+0400
2022-06-08T20:21+0400
2022-06-09T00:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:141:1920:1221_1920x0_80_0_0_b516c900e6c8f1dcd3b4780e293d4e46.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ბოროტად ციხეებში ვიზიტის უფლება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, სპიკერის თანხმობით, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოინახულონ ციხეში მყოფი ნებისმიერი პატიმარი. „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამ უფლებას ხშირად იყენებს ციხეში მყოფ სააკაშვილთან შესახვედრად.ეს არ უნდა იყოს პარტიულ მეგობრებთან სიარულის ინსტრუმენტი, აღნიშნა მან. სპიკერის თქმით, რიგით ადამიანებს, როდესაც პატიმრის ნახვა სურთ, უწევთ ლოდინი და სხვადასხვა ბარიერების გადალახვა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.ამჟამად ის სასჯელს იხდის სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:106:1566:1281_1920x0_80_0_0_09b747b8060319e69b74dad5406e5564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატები ვიზიტი ციხე უფლება მიხეილ სააკაშვილი ციხე
პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატები ვიზიტი ციხე უფლება მიხეილ სააკაშვილი ციხე
პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა დეპუტატებს, ნაკლები სიხშირით მოინახულონ სააკაშვილი ციხეში
20:21 08.06.2022 (განახლებულია: 00:03 09.06.2022) საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, სპიკერის თანხმობით, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს შევიდნენ ციხეში და იქ მყოფი ნებისმიერი პატიმარი მოინახულონ.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ბოროტად ციხეებში ვიზიტის უფლება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, სპიკერის თანხმობით, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოინახულონ ციხეში მყოფი ნებისმიერი პატიმარი. „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამ უფლებას ხშირად იყენებს ციხეში მყოფ სააკაშვილთან შესახვედრად.
„რამდენი სამუშაო დღეც არის იანვრიდან, ამდენი ნებართვა მაქვს გაცემული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე. რა თქმა უნდა, ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რაც კანონშია ჩადებული. მოგიწოდებთ, ისარგებლოთ ამ პრივილეგიით იმ თავშეკავებით, რაც მართებს პარლამენტის წევრს და არ გამოიყენოთ ბოროტად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ეს არ უნდა იყოს პარტიულ მეგობრებთან სიარულის ინსტრუმენტი, აღნიშნა მან. სპიკერის თქმით, რიგით ადამიანებს, როდესაც პატიმრის ნახვა სურთ, უწევთ ლოდინი და სხვადასხვა ბარიერების გადალახვა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ამჟამად ის სასჯელს იხდის სისხლის სამართლის ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების საქმეებზე.