https://sputnik-georgia.com/20220608/ombudsmenma-prezidents-gvaramiuas-sewyalebisken-mouwoda-267249274.html
ომბუდსმენმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა
ომბუდსმენმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არადროული იყო. 08.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-08T12:57+0400
2022-06-08T12:57+0400
2022-06-08T18:43+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298399_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_99225be4f239c5d705ded41d0e45f835.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, შეიწყალოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი იყო 2019 წლის ივლისამდე.ომბუდსმენმა პრეზიდენტს გვარამიას განაჩენის დეტალების შესწავლის შემდეგ მიმართა. მისი აზრით, სასამართლოს ეს განაჩენი წარმოადგენს „კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას“.სხვანაირად შეიძლებოდა: საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიით უკმაყოფილოა>>უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი „არ იყო დროული".პრეზიდენტის აზრით, განაჩენი შეიძლებოდა გადადებულიყო, რადგან საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესახებ. ამასთან, პრეზიდენტმა თავი შეიკავა თავად სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252298399_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_567f02baad740b1e90cdd62d86bc5734.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ომბუდსმენმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა
12:57 08.06.2022 (განახლებულია: 18:43 08.06.2022) უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არადროული იყო.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, შეიწყალოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი იყო 2019 წლის ივლისამდე.
ომბუდსმენმა პრეზიდენტს გვარამიას განაჩენის დეტალების შესწავლის შემდეგ მიმართა. მისი აზრით, სასამართლოს ეს განაჩენი წარმოადგენს „კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას“.
უფრო ადრე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი „არ იყო დროული".
პრეზიდენტის აზრით, განაჩენი შეიძლებოდა გადადებულიყო, რადგან საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შესახებ. ამასთან, პრეზიდენტმა თავი შეიკავა თავად სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან.