Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს ასაჯაროებს

© Photo: Ninuca Makashvili / FBნინუცა მაყაშვილი
ნინუცა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
ყველასთვის კარგად ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა, რჩეულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.
ნინუცა მაყაშვილი და მისი შეყვარებული საკუთარ ხელმომწერებს არაჩვეულებრივ ფოტოებსა თუ ვიდეოებს ხშირად სთავაზობენ. ამჯერად ნინუცამ ფოტოები ლოპოტას ტბიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ერთად ისვენებს.
როგორც ჩანს, სასიამოვნო სიახლემ ნინუცას მეგობრები და გულშემატკივრები ძალიან გაახარა და წყვილმა უამრავი კეთილი სურვილი და დადებითი კომენტარი დაიმსახურა. ნინუცას ხელმომწერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ის უდიდეს ბედნიერებას იმსახურებს.
ყველა ახალი ამბავი
0