ძიუდო: IJF-მ რეიტინგი განაახლა - სამი ქართველი სპორტსმენი საკუთარ წონაში ლიდერია

© photo: courtesy of IJF - International Judo Federationლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
განახლებულ რეიტინგში თავიანთ წონით კატეგორიებს ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი ლიდერობენ.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) თბილისის გრანდ სლემის შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ძიუდოისტების უმეტესმა ნაწილმა პოზიციები გაიუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის გრანდ სლემზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საკუთარი წონის სათავეში სამი ქართველი ძიუდოისტი მოექცა. მოწინავე ათეულებში კი საქართველოს ნაკრების ერთბაშად 13 წევრს ვხედავთ.
თბილისის გრანდ სლემის მოქმედი გამარჯვებული და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგის ლიდერად დარჩა. მის შემდეგ რეიტინგში არიან მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (4.414 ქულა) და აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (3.920).
რეიტინგს ასევე სათავეში უდგას ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), რომელმაც თბილისური ტურნირის ფინალი დათმო, თუმცა პოზიცია მაინც გაიუმჯობესა. გრიგალაშვილმა გრანდ სლემზე ნაჩვენები შედეგის შემდეგ ბელგიელ მატიას კასეს (6.355) გადაასწრო და პირველობა დაიბრუნა (6.492).
14 მედალი თბილისის გრანდ სლემზე: საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ისტორიული შედეგით დაასრულა>>
აღსანიშნავია, რომ მძიმე წონას ლიდერობს გურამ თუშიშვილი (4.459), რომელიც თბილისის გრანდ სლემზე არ გამოსულა, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა კონკურენტების უკუსვლით ისარგებლა. მეორე ადგილზე რუსი ტამერლან ბაშაევია (3.850), მესამე პოზიცია კი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს უკავია (3.801).
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და 14 მედალი მოიპოვა – ხუთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.
ყველა ახალი ამბავი
0