გიორგი გახარია: საქართველოს პრობლემა არა ტექნიკურ, არამედ პოლიტიკურ დონეზეა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილების წინ მსგავს საუბრებს მანიპულაცია უწოდა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პრობლემებმა, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ დონეზე აქვს, შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.
ევროკომისიის დასკვნა საქართველოს განაცხადის შესახებ შეიძლება უკვე ამ კვირაში იყოს მზად. უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა საშინაო დავალება და ახლა ევროკავშირისგან პოლიტიკურ და სიმბოლურ გადაწყვეტილებას ელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ქვეყნებს შორის წამყვანი ქვეყანაა.

„ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია ამ სამ სახელმწიფოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად უფრო განმსაზღვრელი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა გახარიამ „პირველი არხის“ ეთერში.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე. ამ ორი შემადგენელის დაყოფას დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ არასწორად მიიჩნევს და მანიპულაციას უწოდებს.
„სწორი პოლიტიკა რომ არ ყოფილიყო და პრინციპული პოლიტიკოსები არ ყოფილიყვნენ, რომლებმაც სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღეს, საქართველოს ეს ე.წ. ტექნიკური წარმატებები ვერ ექნებოდა“, – განაცხადა თალაკვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ვინც ამას ტექნიკურ წარმატებად მიიჩნევს, ან ვერ ერკვევა საკითხში, ან, უბრალოდ, არ უნდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.
ყველა ახალი ამბავი
0