https://sputnik-georgia.com/20220608/buwasvili-romeli-virusebi-cirkulirebs-qveyanasi-267261826.html
რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში - ინფექციონისტის განმარტება
რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში - ინფექციონისტის განმარტება
Sputnik საქართველო
ბუწაშვილი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს და მათი ჩართვა მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს არის საჭირო. 08.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-08T18:34+0400
2022-06-08T18:34+0400
2022-06-08T23:02+0400
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/250004997_0:355:2381:1694_1920x0_80_0_0_e68c06ad801604da679af6ab27bdda49.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანია ავად სასუნთქი გზების ინფექციებით. ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.ექიმის განმარტებით, განსაკუთრებით ხშირია ყელის ტკივილი, სიცხე, კუნთების ტკივილი. სიმპტომები გრძელდება დაახლოებით 5-7 დღე, თუმცა ზოგჯერ უფრო ხანგრძლივია.როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე კვლავ ცირკულირებს სეზონური გრიპის ვირუსები (სიმპტომების მქონეთა 35%-ზე მეტს გრიპი აქვს); რინოვირუსები (რომლებიც ძირითადად სურდოს და ზემო სასუნთქი გზების სხვა სიმპტომებს იწვევს); ადენოვირუსები (რომლებსაც ასევე შეიძლება ახასიათებდეს დიარეა და კონიუნქტივიტი); რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (განსაკუთრებით მძიმედ მიდის ჩვილ ბავშვებში და ხანდაზმულებში, შეიძლება გართულდეს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებით) და სხვა ვირუსები.„ასევე რამდენიმე შეშინებულმა მშობელმა მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს ჰქონდა გამონაყარი. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა ხელის და ფეხისგულებზე გამონაყარი (რადგან ახლა ხშირად ისმის, რომ მაიმუნის ყვავილს ახასიათებს). თუმცა ეს სიმპტომები ახასიათებს ე.წ. ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადებას (hand foot and mouth disease), რომელსაც იწვევს კოქსაკის ვირუსი“, – განმარტავს ინფექციონისტი.მისი თქმით, არსებობს ცხვირ-ხახის ნაცხის PCR გამოკვლევა 21 პათოგენზე, რომლითაც ზუსტად შეიძლება იდენტიფიცირება, რომელი მიკროორგანიზმი იწვევს სასუნთქი გზების სიმპტომებს.მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ ვირუსებს მკურნალობა არ სჭირდება და რჩევები ყველა მათგანის შემთხვევაში იგივეა – მოვერიდოთ ირგვლივ მყოფებს, მივიღოთ სითხე, საჭიროების შემთხვევაში სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/250004997_0:132:2381:1918_1920x0_80_0_0_fbccce9145a52e36808ec68adc758ca6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში - ინფექციონისტის განმარტება
18:34 08.06.2022 (განახლებულია: 23:02 08.06.2022) ბუწაშვილი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ანტიბიოტიკები ვირუსებზე არ მოქმედებს და მათი ჩართვა მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს არის საჭირო.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანია ავად სასუნთქი გზების ინფექციებით. ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექიმის განმარტებით, განსაკუთრებით ხშირია ყელის ტკივილი, სიცხე, კუნთების ტკივილი. სიმპტომები გრძელდება დაახლოებით 5-7 დღე, თუმცა ზოგჯერ უფრო ხანგრძლივია.
როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე კვლავ ცირკულირებს სეზონური გრიპის ვირუსები (სიმპტომების მქონეთა 35%-ზე მეტს გრიპი აქვს); რინოვირუსები (რომლებიც ძირითადად სურდოს და ზემო სასუნთქი გზების სხვა სიმპტომებს იწვევს); ადენოვირუსები (რომლებსაც ასევე შეიძლება ახასიათებდეს დიარეა და კონიუნქტივიტი); რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (განსაკუთრებით მძიმედ მიდის ჩვილ ბავშვებში და ხანდაზმულებში, შეიძლება გართულდეს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებით) და სხვა ვირუსები.
„ასევე რამდენიმე შეშინებულმა მშობელმა მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს ჰქონდა გამონაყარი. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა ხელის და ფეხისგულებზე გამონაყარი (რადგან ახლა ხშირად ისმის, რომ მაიმუნის ყვავილს ახასიათებს). თუმცა ეს სიმპტომები ახასიათებს ე.წ. ხელის, ფეხის და პირის ღრუს დაავადებას (hand foot and mouth disease), რომელსაც იწვევს კოქსაკის ვირუსი“, – განმარტავს ინფექციონისტი.
მისი თქმით, არსებობს ცხვირ-ხახის ნაცხის PCR გამოკვლევა 21 პათოგენზე, რომლითაც ზუსტად შეიძლება იდენტიფიცირება, რომელი მიკროორგანიზმი იწვევს სასუნთქი გზების სიმპტომებს.
მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ ვირუსებს მკურნალობა არ სჭირდება და რჩევები ყველა მათგანის შემთხვევაში იგივეა – მოვერიდოთ ირგვლივ მყოფებს, მივიღოთ სითხე, საჭიროების შემთხვევაში სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი.