მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პასუხი ფხენიანს: შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს სამხედრო ავიაციის გამოყენებით, იუწყება სააგენტო Asahi.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანევრები ფხენიანის მიერ მცირე რადიუსის რვა ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩატარდა.
წვრთნაში მონაწილეობდა იაპონიის საჰაერო ძალების ოთხი F-15 და აშშ-ის საჰაერო ძალების ორი F-16.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მანევრები ასახავს იაპონიისა და შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს ორმხრივი კავშირის გაძლიერების მიზნით.
აშშ-ისა და იაპონიის სამხედრო წვრთნები მეორე იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მანამდე მსგავსი მანევრები 25 მაისს გაიმართა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, მათ შორის საკონტინენტთაშორისო.
5 ივნისს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში მოკლე რადიუსის რვა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მე-18 გამოცდაა მიმდინარე წლის დასაწყისიდან. ამის პასუხად სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ასევე რვა „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს იმავე მიმართულებით. სეულის განხადებით, რაკეტების ერთობლივი გაშვება მიზნად ისახავს „პროვოკაციების წყაროებზე ან მათ სარდლობასა და მხარდაჭერის ძალებზე დაუყოვნებელი ზუსტი დარტყმების განხორციელების უნარისა და მზადყოფნის დემონსტრირებას“.
ყველა ახალი ამბავი
0