ფარაჯანოვის საყვარელი მსახიობების პატივსაცემად თბილისში ბროწეულის ხეები დაირგო - ვიდეო

გამოწერა
მოძრაობის „ფარაჯანოვის მუზეუმი თბილისში“ წარმომადგენლებმა ცნობილი რეჟისორის ხსოვნას უჩვეულო აქცია მიუძღვნეს. მათ საბურთალოზე, ვასო გოძიაშვილის ბაღში ბროწეულის ექვსი ნერგი დარგეს და სერგო ფარაჯანოვის საყვარელი მსახიობების სახელები დაარქვეს.
მოძრაობის წარმომადგენლებმა „Sputnik–საქართველოს“ განუცხადეს, რომ ახლა ისინი ხშირად შეიკრიბებიან ამ პარკში, სადაც ფარაჯანოვის საყვარელი მსახიობების სახელობის ხეებია დარგული, მსახიობებისა, რომლებიც რეალურად მისი მუზები იყვნენ. მათ შორის არიან: ბაია დვალიშვილი, გაიანე ხაჩატურიანი, დინი ვირსალაძე, სოფიკო ჭიაურელი, ნინო რუხაძე და ლელა ალიბეგაშვილი.
„ფარაჯანოვის მუზეუმის“ წარმომადგენლებს პარკში ბროწეულის მეშვიდე ნერგის დარგვაც სურთ მატასი ჭუმბურიძის სახელზე, რომელმაც ფარაჯანოვის ფილმებსა და მის საყვარელ მსახიობებს რამდენიმე კოსტიუმირებული პერფორმანსი მიუძღვნა.
ყველა ახალი ამბავი
0