Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძალიან მინდა ეს მაგარი ადამიანი ვიპოვო“ - რა შეემთხვა ზურა მანჯავიძეს?

© courtesy of Zura Manjavidzeზურა მანჯავიძე
ზურა მანჯავიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
მუსიკოსი ზურა მანჯავიძე ტაქსის მძღოლს ეძებს. მომღერალი წერს, რომ უცნობი ადამიანი დაეხმარა, მან კი მადლობაც ვერ გადაუხადა.
აღმოჩნდა, რომ მუსიკოსმა, რომელიც მატარებლით მიდიოდა ბათუმში, ტაქსში ტელეფონი დაკარგა, რითაც ბათუმში დაგეგმილი ღონისძიება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რადგან ამ ტელეფონში იყო უამრავი საჭირო ინფორმაცია.

„ამ განცდებში ვარ და ამ დროს დავინახე ჩემი მხსნელი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ამ საშინელ სიცხეში საოცარი სიჩქარით მორბის ბაქანზე ჩემი ტელეფონით ხელში და ჩემ სახელს ხმამაღლა ყვირის. ჩემი სიხარული და გაოცება წარმოიდგინეთ. გადმომცა თუ არა, კარები დაიკეტა და წესიერად მადლობაც ვერ გადავუხადე. ერთადერთი ინფორმაცია – თეთრი „პრიუსი". ძალიან მინდა ეს მაგარი ადამიანი ვიპოვო და წესიერი მადლობა გადავუხადო. ჩემო უცნობო მხსნელო და მაგარო კაცო, თუ სადმე ამ პოსტს გადააწყდი, აუცილებლად შემეხმიანე. მანამდე კი საჯაროდ გიხდი დიდ მადლობას. გაიხარე“, – წერს მომღერალი.

ყველა ახალი ამბავი
0