WinExpo თბილისში მსოფლიო მეღვინეებს შეკრებს

© photo: Sputnikღვინის ბოკალი
ღვინის ბოკალი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
ღონისძიება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2022 თბილისის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 10-12 ივნისს ჩატარდება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
WinExpo Georgia — საქართველოში ერთადერთი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და აღნიშნულ დარგში დანერგილ მომსახურებაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დამზადებისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.
დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდება ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ინგრედიენტები და დანამატები, შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინის ნაწარმი და აქსესუარები.
ღონისძიება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ღვინის ფორუმი, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად. მასში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის აგენტები, ტრეიდერები, სასტუმროებისა და რესტორნების, საშუალო და მსხვილი სავაჭრო ქსელების, საერთაშორისო და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები.
ღვინის ყველა მოყვარულს ექნება შესაძლებლობა დააგემოვნოს ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებსა და ინოვაციებს.
გამოფენაზე შესვლის ღირებულება 15 ლარია, რაშიც ჭიქა ღვინის დეგუსტაციაც შედის.
WINEXPO GEORGIA-ს ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე კომპანია და რამდენიმე ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ღონისძიების ორგანიზატორების სიტყვებით, WinExpo-მ შეძლო საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცება როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ყველა ახალი ამბავი
0