უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მაისის მონაცემები

© Pixabay / 947051ცული
ცული - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 15 ფაქტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გამოვლინდა, 14 ფაქტი დაფიქსირდა ქვემო ქართლში, 12 – შიდა ქართლში, 6 – იმერეთში, 5-5 ფაქტი – სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონში, 3-3 – გურიასა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 2 შემთხვევა გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 635.634 კუბური მეტრი ხეტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი. ასევე ამოღებულია 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
ყველა ახალი ამბავი
0