https://sputnik-georgia.com/20220607/tbilisshi-regionuli-energetikuli-konperencia-gaimarteba-267225995.html
თბილისში რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება
თბილისში რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიის ეფექტური რეგულირების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის... 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T18:51+0400
2022-06-07T18:51+0400
2022-06-07T23:00+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259788041_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_81421d873b3c9c9ace613220b4212fa5.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიის ეფექტური რეგულირების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ თბილისში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC).სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metekhi Palace-ში კონფერენცია თემაზე „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ 14-15 ივნისს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია GNERC და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.კონფერენციის მონაწილეები ენერგეტიკის სექტორში დავებისა და მედიაციის პროცესის სტრატეგიული მენეჯმენტის საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ.კონფერენციას GNERC-ს თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წარმომადგენლები გახსნიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259788041_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_f90b2271a39ff9e9d871613191705f9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება
18:51 07.06.2022 (განახლებულია: 23:00 07.06.2022) თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიის ეფექტური რეგულირების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ თბილისში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციის ფარგლებში, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (GNERC).
სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metekhi Palace-ში კონფერენცია თემაზე „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ 14-15 ივნისს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია GNERC და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community), სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები, დარგის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
კონფერენციის მონაწილეები ენერგეტიკის სექტორში დავებისა და მედიაციის პროცესის სტრატეგიული მენეჯმენტის საუკეთესო გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ.
კონფერენციას GNERC-ს თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) წარმომადგენლები გახსნიან.