თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

© Sputnik / Shota Nozadzeპოლიცია სასამართლოს შენობაში
პოლიცია სასამართლოს შენობაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
შსს-ს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაკავებული პირი სასამართლოში ისნის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებს ჰყავდათ მიყვანილი. სასამართლოს ამ პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია, შსს-ს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
წყარო - მთავარი არხი
ყველა ახალი ამბავი
0