თავდასხმა დავით ბერძენიშვილზე: დაკავებულს ბრალდება წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მის მიმართ ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 6 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან მოხდა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს აგრესიულად განწყობილმა ორმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოსებს დახმარებისთვის პოლიციის გამოძახება მოუწიათ.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.
ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ: ერთი პირი დაკავებულია >>
მასმედიის ინფორმაციით, დაკავებული ირაკლი ხომასურიძეა, რომელიც ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით ლგბტ-თემის მისამართით. კერძოდ, ხომასურიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2019 წელს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. ფილმი ორი მოცეკვავის არატრადიციულ სიყვარულს ეძღვნება.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0