მოსაზრება: რას დააჩქარებს რუსული ტანკები Т-62М

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
მოსკოვი აპირებს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაჩქარებას რუსული საჯარისო ნაწილების მობილობისა და დამრტყმელი შეიარაღების მნიშვნელოვნად გაზრდის ხარჯზე. სატანკო ნაწილების მასობრივი გამოყენება ავიაციის, არტილერიის პარალელურად უზრუნველყოფს მძლავრ შეტევას დონბასში და რუსული ოპერაციის წარმატებას უფრო ფართო ფრონტზე.
დასავლეთის სამხედრო სტრატეგები აღნიშნავენ: „რუსეთს დონბასში გამარჯვებას ერთი ნაბიჯი აშორებს“.
დონეცკის ჩრდილოეთით სვიატოგორსკის შტურმი დაიწყო. სამხრეთით, 20 კმ-ის დაშორებით განლაგებულია სლავიანსკი-კრამატორსკის აგლომერაცია და უკრაინის შეიარაღებული ძალების უკანასკნელი სტრატეგიული გამაგრებული რაიონი დონბასში.
HIMARS - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
HIMARS-ი უკრაინაში: ნაბიჯი აშშ-რუსეთის ომისკენ
4 ივნისს რუსმა დანაყოფებმა აიღეს სევეროდონეცკი. ლისიჩანსკში უკან დახევისას უკრაინის მხარის დანაკარგმა 90%-ს მიაღწია. სევეროდონეცკში სასწრაფოდ გადაისროლეს უკრაინის სპეცრაზმი და კერძო სამხედრო დაჯგუფება, რომლებსაც ვერხოვნა რადას დეპუტატი, 34 წლის მარიანა ბეზუგლაია ხელმძღვანელობს. იგი არის დაუმორჩილებლობისთვის უკრაინის სამხედრო მოსამსახურეთა დახვრეტის შესახებ კანონპროექტის ავტორი. ჯარის გაყვანისა და დასავლეთის ფრონტის დაცვის ნაცვლად, კიევმა გადაწყვიტა უკრაინელი ჯარისკაცების დაწვა სევეროდონეცკის განაპირას.
უკრაინაში რუსეთის ტაქტიკის საფუძველია უწყვეტი და მასობრივი სარაკეტო დარტყმები. მას აქტიურად ეხმარებიან ქვეითი დანაყოფები.
მოკავშირე ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, კერძოდ, ხერსონის ოლქში შეინიშნება Т-62М ტანკების კოლონები, რომლებიც რამდენიმე დღეა უწყვეტად მოძრაობენ ნიკოლაევისა და კრივოი როგის მიმართულებით.
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2022
მიმოხილვა: როგორმუშაობს რუსული „სოლნცეპიოკი“

ფოლადისა და ცეცხლის ზვავი

სატანკო ნაწილები რუსეთის სახმელეთო ჯარის მთავარ დამრტყმელ ძალად რჩება. ტანკების მასობრივი გამოყენება - სპეცოპერაციის დაჩქარების საიმედო ინსტრუმენტია.
წარმატების გადამწყვეტი ფაქტორებია მოულოდნელობა და შეთანხმებული მოქმედება, ტანკებთან ერთად ავიაციისა და არტილერიის გამოყენება. რაც მეტია ტანკი, მით უფრო ეფექტურია შეტევა, უფრო ახლოსაა გამარჯვება. Т-62М, მართალია, არ ცვლის უფრო თანამედროვე Т-72-ს, Т-80-ს, Т-90-ს, მაგრამ ეფექტურად ავსებს მათ.
რუსული მოდერნიზებული Т-62М აღჭურვილია გაძლიერებული ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით, უფრო სრულყოფილი ცეცხლის მართვის სისტემით - მანძილის ლაზერული საზომით КТД-2, ТШСМ-41У სამიზნით და სტაბილიზატორით „მეტეორიМ1“-ით. ბევრი მახასიათებლით მანქანა აღემატება კიევისთვის გადაცემულ პოლონურ Т-72-ს და შეუძლია ჯავშნიანი სამიზნეების განადგურება.
Т-62М ტანკები ეფექტურად ანადგურებენ ტერორისტებს სირიის ტერიტორიაზე.
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
საჰაერო „ტერმინატორ“ სუ-57-ის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაციაა
უცხოური წყაროების მონაცემებით, დღეს რუსეთის ჯარში 12 ათასზე მეტი ტანკია. შესადარებლად, აშშ-ის არმიას 6.612 ტანკი ჰყავს, უკრაინას 24 თებერვლამდე 2.596 ტანკი ჰყავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 3.400 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა.
სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობა ევროპაში შემთხვევითი არ არის. რუსული ჯარის წარმატება ბრძოლის ველზე - რეალობაა, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. დასავლეთში სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ უკრაინის მარცხის გარდაუვალობაზე და რუსეთთან დათმობის აუცილებლობაზე.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0