რუსეთის თავდაცვის უწყება: უკრაინელმა სამხედროებმა სვიატოგორსკი დატოვეს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ჯარებმა მიატოვეს აღჭურვილობა და სვიატოგორსკიდან გაიქცნენ მიუხედავად იმისა, რომ ბარიერული რაზმები მათ შეჩერებას ცდილობდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
კონაშენკოვის განმარტებით, ამ მიზნით ბარიერულმა რაზმებმა ხიდი ააფეთქეს მდინარე სევერსკი დონეცზე.

„რუსული ქვედანაყოფების თავდასხმის შედეგად 95-ე სადესანტო მოიერიშე ბრიგადის ბატალიონებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების 81-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის ნარჩენებმა მიატოვეს სამხედრო ტექნიკა იარაღთან ერთად და სანაპიროს გასწვრივ გაიფანტნენ“, — განაცხადა გენერალმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოთხმოცამდე უკრაინელმა ჯარისკაცმა მდინარე ცურვით გადალახა, რომლებსაც ცეცხლი არ გაუხსნეს.
„უკრაინელი სამხედროების უარს, დაიცვან კიევის უსარგებლო რეჟიმი, რომელსაც ნაციონალისტები ხელმძღვანელობენ, ვაფასებთ ერთადერთ სწორ ნაბიჯად და არა სიმხდალედ“, — აღნიშნა კონაშენკოვმა.
მან მოუწოდა უკრაინელ სამხედროებსა და ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების წევრებს, მიბაძონ ამ მაგალითს და შეწყვიტონ „დაუფიქრებელი წინააღმდეგობა, რათა შეინარჩუნონ სიცოცხლე“.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, თავის მხრივ, გარანტიას აძლევს ყველას, ვინც ნებაყოფლობით დადებს იარაღს, რომ მოექცევიან ღირსეულად და დააბრუნებენ ოჯახებში.
კონაშენკოვის განცხადებით, რუსული არმია სვიატოგორსკისა და მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლების ბოლო ეტაპზე გადავიდა.
სვიატოგორსკი (2003 წლამდე სლავიანოგორსკი) დონეცკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორმოცი კილომეტრის დაშორებით, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0