https://sputnik-georgia.com/20220607/setyva-datborili-gzebi-da-saxlebi-zlierma-wvimam-saqartvelosi-problemebi-seqmna-267235417.html
სეტყვა, დატბორილი გზები და სახლები: ძლიერმა წვიმამ საქართველოში პრობლემები შექმნა
სეტყვა, დატბორილი გზები და სახლები: ძლიერმა წვიმამ საქართველოში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა გორში, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონში
2022-06-07T22:39+0400
2022-06-07T22:39+0400
2022-06-07T23:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24591/55/245915546_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_bbfc1c3ae6f7d2bc479d90ae4a8b8ee9.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, გზები, დაისეტყვა ეზოები და ნარგავები.კერძოდ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დატბორა. რამდენიმე ქუჩაზე წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე. სეტყვა იყო რამდენიმე სოფელში და თავად გორში.შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის განცხადებით, ყველაზე საყურადღებო ვითარებაა გორში, კომბინატის დასახლებასა და სოფელ ტინისხიდს შორის არსებულ მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებული მონაკვეთი დაიტბორა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებული იყო.ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.სტიქიამ კახეთის რეგიონიც დააზარალა. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა უჯარმაში დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რამაც მოსახლეობა დააზარალა.მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია. მათ შორის დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება თბილისის დიდ ნაწილს შეუწყდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24591/55/245915546_57:0:944:665_1920x0_80_0_0_1b1bc242aab6ceb56e7876ac63cb4b54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სეტყვა წყალდიდობა დატბორვა გზა სახლები ეზოები წვიმა საქართველო პრობლემები
სეტყვა წყალდიდობა დატბორვა გზა სახლები ეზოები წვიმა საქართველო პრობლემები
სეტყვა, დატბორილი გზები და სახლები: ძლიერმა წვიმამ საქართველოში პრობლემები შექმნა
22:39 07.06.2022 (განახლებულია: 23:52 07.06.2022) ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო პრობლემები შეიქმნა გორში, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა – დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, გზები, დაისეტყვა ეზოები და ნარგავები.
კერძოდ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვრებმა ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დატბორა. რამდენიმე ქუჩაზე წყალი შევარდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე. სეტყვა იყო რამდენიმე სოფელში და თავად გორში.
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის განცხადებით, ყველაზე საყურადღებო ვითარებაა გორში, კომბინატის დასახლებასა და სოფელ ტინისხიდს შორის არსებულ მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის ქვეშ არსებული მონაკვეთი დაიტბორა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებული იყო.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.
სტიქიამ კახეთის რეგიონიც დააზარალა. ტელეკომპანია
„მთავარის“ ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა უჯარმაში დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რამაც მოსახლეობა დააზარალა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა დატბორა საგურამოს ტერიტორია. მათ შორის დაიტბორა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საგურამოს სათავე ნაგებობა, რამაც შექმნა სასმელი წყლის ამღვრევის საფრთხე. სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება თბილისის დიდ ნაწილს
შეუწყდა.