https://sputnik-georgia.com/20220607/saqartvelosi-ert-kvirasi-koronavirusis-winaarmdeg-2-atasamde-aicra-267223455.html
საქართველოში ერთ კვირაში კორონავირუსის წინააღმდეგ 2.000-მდე ადამიანი აიცრა
საქართველოში ერთ კვირაში კორონავირუსის წინააღმდეგ 2.000-მდე ადამიანი აიცრა
Sputnik საქართველო
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-ის წინააღმდეგ სულ 2.895.967 აცრა გაკეთდა. 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T17:51+0400
2022-06-07T17:51+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930179_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_c62d80dd612000488323754073c89012.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 1.935 ვაქცინაა გაკეთებული, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.ექსპერტები ყოველთვის აღნიშნავდნენ საქართველოში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს, კორონავირუსის გავრცელების პიკის დროსაც კი, რომელიც დაფიქსირდა 2022 წლის იანვარ-თებერვალში. იმ პერიოდში დღე-ღამეში საშუალოდ 3-6 ათასი აცრა ტარდებოდა.ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების კვალდაკვალ ხელისუფლება კოვიდ-შეზღუდვებს ამსუბუქებდა, ხოლო მოსახლეობა სულ უფრო იშვიათად იცრებოდა. დღეისათვის მოსახლეობისადმი ერთადერთი მოთხოვნაა ნიღბის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში.ვაქცინაციის დეტალები12-15 წლის მოზარდებში სრულად (ორჯერადად) აცრილია 3.453 ადამიანი (1,95%). 16-17 წლის მოქალაქეებს შორის ვაქცინის ორი სრული დოზა გაკეთებული აქვს 11.311 ადამიანს (13,95%).ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა დარეკვა „ცხელ ხაზზე“ 1522, ან დარეგისტრირება საიტზე booking.moh.gov.ge. საქართველოში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც, ვაქცინაციის ნებისმიერ პუნქტში ცოცხალი რიგით.ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები.საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატით დაიწყო. 30 მარტიდან მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამერიკული ვაქცინა Pfizer-ი, 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი, ხოლო 24 მაისიდან ჩინური Sinovac-ი.2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოში 12-15 წლის ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მანამდე მხოლოდ 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს ცრიდნენ. მოზარდების ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930179_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_e3bb61a8665ffab4c6a68cd780f38d5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
საქართველოში ერთ კვირაში კორონავირუსის წინააღმდეგ 2.000-მდე ადამიანი აიცრა
17:51 07.06.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-ის წინააღმდეგ სულ 2.895.967 აცრა გაკეთდა.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 1.935 ვაქცინაა გაკეთებული, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.
ექსპერტები ყოველთვის აღნიშნავდნენ საქართველოში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს, კორონავირუსის გავრცელების პიკის დროსაც კი, რომელიც დაფიქსირდა 2022 წლის იანვარ-თებერვალში. იმ პერიოდში დღე-ღამეში საშუალოდ 3-6 ათასი აცრა ტარდებოდა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების კვალდაკვალ ხელისუფლება კოვიდ-შეზღუდვებს ამსუბუქებდა, ხოლო მოსახლეობა სულ უფრო იშვიათად იცრებოდა. დღეისათვის მოსახლეობისადმი ერთადერთი მოთხოვნაა ნიღბის ტარება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ 2.895.967 აცრაა ჩატარებული. ორი დოზით აცრილია 1.268.478 ადამიანი. ეს არის 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 44,1%. მესამე ბუსტერ-დოზის გაკეთება 253.773 ადამიანმა გადაწყვიტა.
12-15 წლის მოზარდებში სრულად (ორჯერადად) აცრილია 3.453 ადამიანი (1,95%). 16-17 წლის მოქალაქეებს შორის ვაქცინის ორი სრული დოზა გაკეთებული აქვს 11.311 ადამიანს (13,95%).
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა დარეკვა „ცხელ ხაზზე“ 1522, ან დარეგისტრირება საიტზე booking.moh.gov.ge. საქართველოში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც, ვაქცინაციის ნებისმიერ პუნქტში ცოცხალი რიგით.
ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები.
საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატით დაიწყო. 30 მარტიდან მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამერიკული ვაქცინა Pfizer-ი, 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი, ხოლო 24 მაისიდან ჩინური Sinovac-ი.
2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოში 12-15 წლის ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მანამდე მხოლოდ 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს ცრიდნენ. მოზარდების ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით.