საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიას ეწვევა

© Pixabay / Frank_P_AJJ74რომი
რომი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
რომში დახვედრის ოფიციალური ცერემონია „კვირინალეს" სასახლეში გაიმართება.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7 ივნისს იტალიაში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრება, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია.
პრეს-სამსახურის ცნობით, რომში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია „კვირინალეს" სასახლეში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან, რომის მერ რობერტო გუალტიერისთან.
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტები მასმედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველომ და იტალიამ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს 1992 წლის 11 მაისს. იტალია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0