განსხვავებული მარწყვის მურაბა: ვიდეო-რეცეპტი ცნობილი კულინარისგან

გამოწერა
„Sputnik-საქართველოს“ მკითხველებს ნათია მონტგომერი მარწყვის მურაბის განსხვავებულ რეცეპტს უზიარებს.

მურაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

მარწყვი — 600 გ.
შაქარი — 3 ჭიქა,
ლიმონი — ერთი ცალი,
წყალი — ½ ჭიქა,
კონიაკი — ერთი სუფრის კოვზი.

მომზადების წესი

1.
ჩაყარეთ შაქარი ქვაბში, ჩაახეხეთ ლიმონის ქერქი და მოასხით მისგან გამოწურული წვენი.
2.
დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ურიეთ მანამ, სანამ შაქარი არ დადნება.
3.
შემდეგ დაამატეთ წყალი და წამოადუღეთ.
4.
ამის მერე ჩაყარეთ ქვაბში დაჭრილი მარწყვი და 35 წუთის განმავლობაში ადუღეთ.
5.
როდესაც სიროფი გასქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ კონიაკი.
6.
ჩაასხით მურაბა სტერილურ ქილაში და შეინახეთ ცივ ადგილზე.

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0