მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა შეინარჩუნა: პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი ვერ მიიღო

© AP Photo / Alberto Pezzaliბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომლის მიმართაც უნდობლობის ვოტუმზე პარლამენტში ფარული კენჭისყრა ჩატარდა, თანამდებობაზე რჩება, ვინაიდან კონსერვატორებმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს.
პარლამენტმა ჯონსონს ნდობა გამოუცხადა, რასაც, პრემიერის თქმით, ბევრი მინისტრი მიესალმება.
ამასთან პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონსერვატორებს ამ გადაწყვეტილების გამო და კენჭისყრის შედეგს ქვეყნისთვის „დამაჯერებელი და გადამწყვეტი“ უწოდა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია განვაგრძოთ წინ მოძრაობა და ფოკუსირება მოვახდინოთ იმაზე, რაც, ჩემი აზრით, მართლაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის“, — თქვა მან.

ბორის ჯონსონის თქმით, ნდობის გამოცხადების შემდეგ ის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ გეგმავს.
ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ფარულ კენჭისყრაზე ბორის ჯონსონს ნდობა პარტიის 211-მა წარმომადგენელმა გამოუცხადა, წინააღმდეგი იყო 148.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თანაპარტიელთა ნაწილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც პანდემიის დროს დაუნინგ-სტრიტზე გამართული ხალხმრავალი წვეულებების შესახებ გახდა ცნობილი, რომელშიც ბორის ჯონსონიც მონაწილეობდა, მათ შორის, მკაცრი შეზღუდვების პერიოდში. მაშინ ბრიტანელების ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას.
ყველა ახალი ამბავი
0