მოსკოვი არ დაუჭერს მხარს IAEA-ს რეზოლუციას ირანთან დაკავშირებით

© Ministry of Foreign Affairs of the Russian Federationატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინა ვენაში
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინა ვენაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. რუსეთი მხარს არ დაუჭერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეზოლუციას ირანის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ამ კვირაში იქნება განხილული სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომაზე, განაცხადა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მიხაილ ულიანოვმა.

„უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ ვენის მოლაპარაკებებში დასავლელი მონაწილეების განზრახვა, მიიღონ რეზოლუცია ირანის შესახებ IAEA-ს მმართველთა საბჭოს მიმდინარე სესიაზე, ძალზე კონტრპროდუქტიულია ბირთვული პროგრამის მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმისთვის. რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუკავშირებს თავს ასეთ რეზოლუციას“, — წერს ულიანოვი Telegram-არხზე.

გასულ კვირაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა წარმოადგინა დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ირანმა მოატყუა IAEA. ისრაელი თეირანს ბირთვულ პროგრამაში არსებული ვითარების დამალვაში ადანაშაულებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომაზე რეზოლუციის განხილვა.
ირანმა 2015 წელს გააფორმა ბირთვული შეთანხმება – ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, შეერთებულ შტატებთან და საფრანგეთთან. გეგმა სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. 2018 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმებიდან გავიდა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა. საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ ეტაპობრივად შეამცირებდა შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და უარი განაცხადა ბირთვულ კვლევებზე, ცენტრიფუგებზე და ურანის გამდიდრების დონეზე დაწესებულ შეზღუდვებზე.
ყველა ახალი ამბავი
0