https://sputnik-georgia.com/20220607/gamocdebze-shercheviti-sagnebis-sia-gapartovda-267224625.html
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შერჩევითი საგნების სია გაფართოვდა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შერჩევითი საგნების სია გაფართოვდა
Sputnik საქართველო
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T18:12+0400
2022-06-07T18:12+0400
2022-06-07T22:54+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23689/20/236892057_0:216:3916:2419_1920x0_80_0_0_c1627ac6187bd1e6dca1b27079f157e6.jpg
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში შერჩევითი საგნების სიის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.ცვლილების შემდეგ, მაგალითად, საბუნებისმეტყველო სპეციალობაზე მისაღები მესამე, სავალდებულო არჩევითი საგანი ამიერიდან შეიძლება იყოს არა მხოლოდ მათემატიკა ან ისტორია, არამედ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ან გეოგრაფია. „ზოგადი უნარების“ საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23689/20/236892057_202:0:3714:2634_1920x0_80_0_0_3f4bde162133a0b63991fbd33accc081.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შერჩევითი საგნების სია გაფართოვდა
18:12 07.06.2022 (განახლებულია: 22:54 07.06.2022) 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში შერჩევითი საგნების სიის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
ცვლილების შემდეგ, მაგალითად, საბუნებისმეტყველო სპეციალობაზე მისაღები მესამე, სავალდებულო არჩევითი საგანი ამიერიდან შეიძლება იყოს არა მხოლოდ მათემატიკა ან ისტორია, არამედ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ან გეოგრაფია.
„ზოგადი უნარების“ საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.